ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები – სტატისტიკა

15:32, 21.01.2026

2025 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 6.0%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ისრაელიდან – 34 %-ით; ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან – 15 %-ით, აზერბაიჯანიდან – 32.5 %-ით და საუდის არაბეთიდან – 16 %-ით არის მომატებული ტურისტების ნაკადი. ამასთან, 2025 წელს საქართველოში 7 მილიარდ 800 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2024 წელთან შედარებით, 5.9%-ით მეტია. 

 

 

 

მსგავსი