ტურისტული სეზონის გახსნა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა – ვიზიტორების ყურადღების ცენტრში ახალციხეა. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის ისტორიულ უბნებში მდებარე ციხესიმაგრე ტურისტების განსაკუთრებული შთაბეჭდილებების წყაროა. ტრანსკავკასიური კავშირების კვალი და მულტიკულტურული ურთიერთობების მრავალფეროვნება სამცხე-ჯავახეთის მთავარი სავიზიტო ბარათია. მთელი ზაფხულის განმავლობაში რეგიონში კულტურული, გასტრონომიული და ფოლკლორული ღონისძიებებია დაგეგმილი.