ტურისტული სეზონი სამცხე-ჯავახეთში 

18:33, 16.05.2026

სამცხე-ჯავახეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი უკვე მასპინძლობს ათასობით ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორს. ისტორიული ციხე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებით იყო დატვირთული. წარმოადგინეს ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მესხური ღვინისა და კერძების დეგუსტაცია, მესხური კერძების მომზადების მასტერკლასები.

ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის შემდეგ, რეგიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში არაერთი კულტურული, გასტრონომიული და ფოლკლორული ღონისძიებაა დაგეგმილი. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ახალციხე და მთლიანად სამცხე-ჯავახეთი წელს კიდევ უფრო მეტ ქართველ და უცხოელ ტურისტს უმასპინძლებს.

 

მსგავსი