ტურისტული სეზონი კურორტ „გოდერძიზე“ 

15:25, 31.01.2026

კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. კურორტზე რამდენიმე ახალი სასტუმრო ამოქმედდა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, მზარდია ვიზიტორების რაოდენობაც. 2025 წელს კურორტმა 25,000 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც  დაახლოებით 19%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს.

განვითარების პარალელურად, კურორტი არაერთი პოპულარული მედია გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. გოდერძი პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destinations-ის მიერ ევროპის საუკეთესო სათხილამურო უხვთოვლიან მიმართულებად დასახელდა. წელს კი კურორტის ფოტო ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო  გამოცემის გარეკანზე მოხვდა.

მსგავსი