ტურისტული გამოფენა

საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მონაწილეები პარიზში გაეცნობიან. საფრანგეთის დედაქალაქში I-F-T-M Top Resa-ს მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ათამდე ტურისტული კომპანიაა წარდგენილი. გამოფენას ტურიზმის სფეროს 34 000 წარმომადგენელი ესწრება, მასზე მსოფლიოს 200 ქვეყანა და 1 700 ბრენდია წარდგენილი.