ტურისტების გაზრდილი სტატისტიკა

საქართველომ რეკორდული – 4 მილიარდ, 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის, პანდემიამდელ დონეს 26.2%-ით გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს 17.3%-ით.

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად მოიმატა მოგზაურთა რაოდენობამ. 2023 წელს საქართველოში 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.