ტრამპის განცხადება
რომის პაპი ლეო დანაშაულის წინააღმდეგ, სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია, – აცხადებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, მას არ უნდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ირანის შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ტრამპის განცხადებით, მიუღებელია პაპი, რომელიც საშინელებად მიიჩნევს, რომ ამერიკა ვენესუელას დაესხა თავს – ქვეყანას, რომელიც შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების დიდ რაოდენობას აგზავნიდა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, პაპი ლეო მადლიერი უნდა იყოს, რადგან ის არცერთ სიაში არ იყო, როგორც პაპობის კანდიდატი და ეკლესიამ სიაში მხოლოდ იმიტომ შეიყვანა, რომ ამერიკელი იყო.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენჯერმე გააკრიტიკა. მათ შორის, ცივილიზაციის განადგურების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.
ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა რომის პაპი და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებების მიუხედავად, ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.