ტრამპი ირანის წინადადებით უკმაყოფილოა
აშშ-ს პრეზიდენტი ირანის უახლესი წინადადებით უკმაყოფილოა, ტრამპმა ირანთან დაკავშირებით ორი ვარიანტი დაასახელა — სამხედრო ესკალაცია ან შეთანხმება და თქვა ისიც, რომ შეტევების განახლება მისთვის სასურველი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ქურთული დაჯგუფებების მიმართაც, რომლებმაც ამერიკული იარაღი ირანელ დემონსტრანტებამდე ვერ მიიტანეს, ასევე ევროპელი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც, მისი შეფასებით, ირანის ბირთვულ საკითხზე საკმარისად მკაცრ პოზიციას არ აფიქსირებენ. ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ, ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრ კლებას ელის.