თხილის კრეფა რეგიონებში
რეგიონებში თხილის კრეფა აქტიურ ფაზაშია – ფერმერები წლევანდელი მოსავლით უკმაყოფილოები არიან, ადგილობრივები პროდუქტის სარეალიზაციო ფასის შემცირებასაც უჩივიან. ბოლო წლებში საქართველოდან თხილის ექსპორტის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება – ბაზრების დივერსიფიცირებისა და მოსავლის გაზრდის მიზნით ფერმერებს სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისა და სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ.
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ მწარმოებლები წელს და რა ზომები ტარდება საექსპორტო მაჩვენებლების შესანარჩუნებლად – შალვა სუმბაძე დეტალებით.