ტესტირება საბაჟო პუნქტებზე

შემოსავლების სამსახურში კორონავირუსის რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირება მიმდინარეობს. სისტემური ტესტირება ჩაუტარდა ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის 115 მებაჟე ოფიცერს. კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მებაჟე ოფიცრები კონტროლის პროცედურების განხორციელებისას მკაცრად იცავენ დადგენილ შეზღუდვებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ წესებს, ხოლო სპეციალური სითხეებით სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.