ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა
ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი საზეიმოდ გაიხსნა. შეკრებილებს სიტყვით პრემიერმა და მთავრობის წევრებმა მიმართეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება.