„თეორიიდან კლინიკურ წარმატებამდე“ – კონფერენცია თბილისში
„თეორიიდან კლინიკურ წარმატებამდე“ – ამ სახელწოდებით თბილისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ ორგანიზებით, პირველი მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი კლინიკური გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებისა და პრაქტიკაში დანერგილი სიახლეების განხილვა იყო.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. იმსჯელეს მედიცინის სფეროში არსებულ აქტუალურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ გზებზე.