თენგიზ ცერცვაძე – ქვეყანა დე ფაქტო საგანგებო რეჟიმშია

12:12, 19.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას არ გამორიცხავს, თუმცა განმარტავს, რომ არსებული პრევენციული ღონისძიებები ვირუსის გავრცელების შეჩერებას ემსახურება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანა დე ფაქტო საგანგებო რეჟიმშია. მისივე ინფორმაციით, პრევენციულ ზომებს შორისაა ე.წ. აგრესიული ტესტირების დაწყების გეგმაც, რაც შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეუწყობს ხელს.

მსგავსი