„ტელესკოლის“ საერთაშორისო აღიარება

ტელესკოლის საერთაშორისო აღიარება – ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, განთლების კუთხით, საქართველო და პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“ საუკეთესო მაგალითად დაასახელა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით ჩვენი ქვეყანაა შეფასებული. მიხეილ ჩხენკელის თქმით , „ტელესკოლა“ და ონლაინსწავლება არის გარანტი იმისა, რომ სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება.

შეგახსენებთ, ახალი არხი – პირველი არხი განათლება და პლატფორმა „ტელესკოლა“ 30 მარტიდან გადის ეთერში. სწავლების განსხვავებული მეთოდი, პირველიდან მეთორმეტე კლასის სასწავლო პროგრამებს აერთიანებს. აქვე შეგახსენებთ, ორი დღის წინ ტელეგაკვეთილების დაწყება „ბიბისიმაც“ დააანონსა.

პირველი არხი | განათლება

დატოვე კომენტარი