„ტელესკოლის“ საერთაშორისო აღიარება

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ტელესკოლას ეხმაურება. საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს ერთობლივ უპრეცედენტო პროექტს, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, შექმნილ მძიმე ვითარებაში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აფასებს.

სწორედ დისტანციური სწავლების ამ მოდელსა და მასთან ერთად ონლაინგაკვეთილებს განათლების სამინისტრო საკმარისად მიიჩნევს იმისთვის, რომ 2019-20 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდეს. ტელეგაკვეთილებს, რომელსაც „პირველი არხი განათლება“ მოსწავლეებს 30 მარტიდან სთავაზობს, მალე დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელიც გეგმავს.

პირველი არხი | განათლება