„ტელესკოლა“ - წარმატებული პროექტი

საქართველოს პირველი არხის პროექტის ტელესკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ესაა წარმატებული ინიციატივა, რისი საშუალებითაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო პროცესის დისტანციური გაგრძელება გახდა შესაძლებელი.

პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოყო, ეთნიკური უმცირესობებისთვის გამოყოფილი პროგრამა. „ტელესკოლის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმაც.

პირველი არხი | განათლება