ტელემარათონი - „გადავარჩინოთ უკრაინა“

„გადავარჩინოთ უკრაინა“საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის პირდაპირ ეთერში სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი გადაიცა. შეგროვებული თანხა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებებს მოხმარდება.

სოლიდარობის მარათონში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მუსიკოსებმა და ბენდებმა, მსოფლიოს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად გადაიცა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვაც.

მარათონი უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივითა და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით გაიმართა. ტრანსლირება ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტპლატფორმებზე მსოფლიოს მასშტაბით, როგორც იუთუბარხებზე, ასევე „ინსტაგრამზე“.