ტელემარათონი - „გადავარჩინოთ უკრაინა“

საქველმოქმედო ტელემარათონს საქართველოში უკრაინის საელჩოშიც ადევნებდნენ თვალს. შეკრებილები იყვნენ უკრაინის მოქალაქეები. მათ განცხადებით, მსგავსი აქტივობები მკაფიო გზავნილი უნდა იყოს რუსეთისთვის. ისინი მადლობას უხდიან საქართველოს მოქალაქეებს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის გადასარჩენად და აღნიშნავენ, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა.