„ტელეიმედის“ საქმეზე, სოზარ სუბარი სასამართლოში მოწმის სტატუსით იკითხება

რა ნახა ყოფილმა სახალხო დამცველმა 2007 წლის 7 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის დარბევისას და რა ეწერა მის ანგარიშებში. ამ საქმეზე სოზარ სუბარი სასამართლოში მოწმის სტატუსით იკითხება. მანამდე კი, ერთი საათი განმავლობაში პროკურორების და ადვოკატების კითხვებს ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძე პასუხობდა. მან ისაუბრა „ტელეიმედისა“ და პატარკაციშვილის აქტივებით ყოფილი ხელისუფლების დაინტერესებაზე.