თელავის ახალი გენერალური გეგმა
თელავის სივრცითი მოწყობა ახალ გენერალურ გეგმაში გაიწერა – მიზანი ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდაა. ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც მთავრობისა და პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სხვადასხვა უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.