„თბილისობა 2026“ – ქართველი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

15:28, 03.10.2026

საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
პირველმა ლედიმ ორბელიანების სასახლის მიმდებარედ წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, გაეცნო ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ პროდუქციას და მათ საქმიანობას.

გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქართული წარმოების მხარდაჭერასა და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. თბილისობის ფარგლებში გამართული ღონისძიება ქართული მეწარმეობის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.  გამოფენაში 70-ზე მეტი ქართველი მეწარმეა ჩართული.

ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა 3 და 4 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

მსგავსი