თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“ კიდევ ცხრა პაციენტს დაუდასტურდა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც პაციენტების ერთ-ერთი მთავარი მიმღებია, კორონავირუსი კიდევ ცხრა პაციენტს დაუდასტურდა. ყველა მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ჯამში, კლინიკაში კოვიდინფექციის მქონე 11 პაციენტი იმყოფება.

კლინიკის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, რომელ კლასტერებს მიეკუთვნებიან პაციენტები, თუმცა, აღნიშნავს, რომ მათი კონტაქტები ცნობილია და ამ საკითხზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. კლინიკაში კიდევ 20 ტესტის პასუხს ელოდებიან.