თბილისის მთავრობის სხდომა
დედაქალაქის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის – „აქტემრას“ დაფინანსებას აგრძელებს. პროგრამა გასული წლის სექტემბერში ამოქმედდა და უკვე 150 მოქალაქემ ისარგებლა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულიად უფასოა, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით უფინანსდება პრეპარატი.