თბილისის მთავრობის სხდომა
46 ბიზნესსუბიექტს თბილისის მერია ფინანსურად დაეხმარება. საუბარია იმ პირებზე, ვინც მერიის პროექტში გაიმარჯვა. საპილოტე პროექტისთვის 300 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პროექტის დასაფინანსებლად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მიზანი – ადგილობრივი წარმოების განვითარებაა.