თბილისის მთავრობის სხდომა

12:19, 06.08.2025
თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს. საუბარია პრეპარატ „აქტემრაზე“. პაციენტებმა ვაუჩერის მისაღებად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ. პირი აუცილებლად თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული.
გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნარჩენების მართვის მოდერნიზების საკითხზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სპეციალური დოკუმენტი მომზადდა და ის განსახილველად მალე თბილისის საკრებულოს წარედგინება. მიზანი – დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაა. სიახლეა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებითაც.

მსგავსი