2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. დღეს, თბილისის მერმა მთავრობის სხდომა ამ თემაზე საუბრით დაიწყო და იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომლითაც თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ეხმარება. პროგრამა ათი წელია, რაც არსებობს და ყოველწლიურად „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამით 2 000-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს.