თბილისის მთავრობის სხდომა
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს სრულად თბილისის მერია დააფინანსებს. ამ პროგრამით აქამდე მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირები სარგებლობდნენ. ახალი გადაწყვეტილებით, მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს ყველა ის პირი, ვისაც ამის საჭიროება აქვს. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა განცხადებით თბილისის მერიას უნდა მიმართონ.