მერია, „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის დაფინანსებას ისევ აგრძელებს. 2024 წელს ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციის 101 შემთხვევა დაფინანსდა. რაც შეეხება ღვიძლის გადანერგვას, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით 50 მიმართვა იყო, რომელიც დაფინანსდა.