„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში, „თბილისის ფინანსური სამიტიც“ იმართება. ღონისძიება ტარდება ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ერთობლივი ორგანიზებით. სამიტის მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარებაა.
სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, ასევე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.