თბილისის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებელად სამუშაოები მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ახორციელებს. მის წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შეხვდა. ისაუბრეს ახალი აეროპორტის განვითარების ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.