„თბილისის აბრეშუმის გზის“ მე-5 საიუბილეო ფორუმი დილიდან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს. ისაუბრეს იმ მთავარ მიმართულებებზე, რაც ამ სამ ქვეყანას აკავშირებს, მათ შორის განსაკუთრებულად აღინიშნა შუა დერეფნის როლი. აქცენტი გაკეთდა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, განვითარებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. წლევანდელი ფორუმის თემაა ინვესტიცია დაკავშირებადობაში – ზრდა სტაბილურობაში.