„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“
გლობალური ვაჭრობა, ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის, შუა დერეფანი, ციფრული ტრანსფორმაცია და ენერგეტიკული გზაჯვარედინი – ამ მიმართულებით გრძელდება მსჯელობა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში. პანელურ დისკუსიებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საკუთარ პოზიციებსა და შესაძლებებეზე საუბრობენ ფორუმის მონაწილე ქვეყნების მინისტრები.
მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, გლობალურ ვაჭრობასა და ამ კონტექსტში დიპლომატიის როლზე გამახვილდა ყურადღება თურქმენეთის, სერბეთის, ჰონგ-კონგის, სლოვაკეთის მთავრობების წარმომადგენლების მხრიდან.
თამუნა წიკლაური დეტალებით.