„ინვესტიცია დაკავშირებადობაში – ზრდა სტაბილურობაში“ – ამ სახელწოდებით თბილისის აბრეშუმის გზის მე-5 საიუბილეო ფორუმი გაიხსნა. განცხადებები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს. ისაუბრეს იმ მთავარ მიმართულებებზე, რაც ამ სამ ქვეყანას აკავშირებს, მათ შორის განსაკუთრებულად აღინიშნა შუა დერეფნის როლი. აქცენტი გაკეთდა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, განვითარებასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. თბილისი, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ქვეყნის 2 300-მდე დელეგატს მასპინძლობს, მათ შორის არიან რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, ვიცეპრემიერები, რეგიონს მიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თამუნა წიკლაური დეტალებით.