თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის. ამ მიზნით თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, სახელწოდებით „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“. ღონისძიებაზე  ქართული ბიზნესასოციაციები, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და ასევე დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფორუმზე მხარეები ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებსა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე მსჯელობენ. კონფერენციის ბოლოს, საქართველოში სტუმრად მყოფი ოთხი ქვეყნის ბიზნესომბუდსმენთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტი მიზნად ისახავს ბიზნესომბუდსმენის როლის გაძლიერებასა და უცხოურ ბაზრებზე ბიზნესის წარმომადგენლების დაცვას.

 

დატოვე კომენტარი