„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო – პირველი პირდაპირი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტის „ფიუმიჩინოს“ მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
თბილისი-რომი-თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ადგილზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს პილოტის მსოფლიო დღე მიულოცეს, რომელიც დღეს 26 აპრილს აღინიშნება.