თბილისი-რომის პირდაპირი რეისები
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო – პირველი პირდაპირი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.
რეისები რეგულარულად, კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ამჟამად საქართველოს ავიახაზები პირდაპირ ფრენებს ევროპის ცხრა ქალაქის მიმართულებით ახორციელებს. დღეს ასევე, პილოტის მსოფლიო დღე აღინიშნა და ახალი რეისის პრეზენტაცია გაიმართა.