თბილისი პირველ რეგიონულ ონკოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს. ონკოლოგები რეგიონის ოთხი ქვეყნიდან ძუძუს, ფილტვისა და კოლორექტული კარცინომის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მსჯელობენ. ღონისძიებაში უშუალოდ ონკოლოგების გარდა, დარგთან მომიჯნავე სპეციალობის ექიმებიც მონაწილეობენ. საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ერთდღიანია და 4 სესიას მოიცავს.