TAV-Georgia - 20 წლის იუბილე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ტავ ჯორჯიას“ საქართველოში საქმიანობის 20 წელი შეუსრულდა.  ოფიციალურ ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, ავიაციის სექტორი და ბიზნესწრეები ესწრებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ტავ ჯორჯიამ“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარებაში 230 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 500 მლნ ლარამდე სახელმწიფო გადასახადის სახით გადაიხადა. კომპანიას დღესდღეობით 1800-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. „ტავ ჯორჯია“ საერთაშორისო საავიაციო ჰოლდინგის, TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა. თავის მხრივ, TAV Airports-ის საკონტროლო პაკეტი ფრანგულ საავიაციო გიგანტს, Groupe ADP-ის ეკუთვნის.