თანამშრომლობის მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარების, მათ მიერ პროფესიული გამოცდილების მიღებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.
ამასთან, აღნიშნული პროგრამის სტუდენტები სამინისტროს სისტემაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.