თანამშრომლობის მემორანდუმი DBH Group-თან

15:17, 16.09.2026

მსხვილ ჩინურ ჰოლდინგთან ეკონომიკის სამინისტრომ თანამშროლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას. იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც Dbh Group-ის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს განიხილავს. ჩინური მხარე მოამზადებს და წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებს განახლებადი ენერგიების ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.

მსგავსი