„ტამიფლუს“ ფასი, შესაძლოა, შემცირდეს

„ტამიფლუს“ ფასი, შესაძლოა, შემცირდეს. ფასის შემცირებაზე მწარმოებელი კომპანიის სათაო ოფისთან მოლაპარაკებები დაწყებულია. მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლობის, როშ ჯორჯიას“ დირექტორმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასევე სახელმწიფოსთან, რადგან შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წამალზე ხელმისაწვდომობა უფრო გაიზარდოს. მისივე განცხადებით, ფასის კლება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.