თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სარჯველაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად, თამბაქოს კონტროლის მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ახალი ინიციატივები განიხილა. საუბარი შეეხო ქვეყანაში ახლად ამოქმედებულ, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციასაც. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაა საჭირო.