ტაიმაუტი – დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები
- 99 წლის ინგლისელი კაპიტნის მიერ შესრულებული ლივერპულის ჰიმნი
- ჰოლანდიური „ტვენტეს“ ქართველი ფეხბურთელის გიორგი აბურჯანიას ექსკლუზიური ინტერვიუ
ნიდერლანდების ჩემპიონატი პირველი ტოპ ლიგა გახდა, რომელმაც ტურნირი ვადაზე ადრე დაასრულა. ჰოლანდიაში პირველ სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია.
- ბუნდესლიგა 9 მაისს განახლდება. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით მოთამაშეები ვალდებულები იქნებიან მატჩი პირბადეებით ჩაატარონ
- ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება რომ სეზონი აუცილებლად განახლდება, მაგრამ ტურნირის განახლების ვადები უცნობია.

- იტალიის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით იტალიაში ვარჯიშები 4 მაისიდან განახლდება, ხოლო ტურნირი 20 მაისიდან.
- ინგლისში სეზონი აუცილებლად დასრულდება. მატჩები 5 კვირაზე გადანაწილდება და უმაყურებლოდ ჩატარდება.
- ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე გუნდს პირველი მაისიდან ვარჯიშის უფლებას მისცემენ. კალათბურთელებს მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშის უფლება ექნებათ

- შენგელია, შერმადინი და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობენ. კორონავირუსით დაზარალებულთა დასახმარებლად, ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ ონლაინაუქციონი წამოიწყო, მიღებული თანხა კი წითელი ჯვრის კამპანიას, #NuestraMejorVictoria-ს გადაეცემა, რომელიც ცნობილი ესპანელი სპორტსმენების, რაფა ნადალის და პაუ გასოლის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
https://1tv.ge/show/taimauti/