გერმანიის ჩემპიონატში ფეხბურთელებმა, შესაძლოა, მატჩები დამცავი პირბადეებით ჩაატარონ.
მოთამაშეებს დაავალდებულებენ, დამცავი პირბადეებით მთელი მატჩის ჩატარებას. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს დამცავი ეკიპირება მოძვრება – თამაში შეჩერდება. ამასთან, ფეხბურთელებს აეკრძალებათ მატჩის მსვლელობისას ნიღაბზე ხელით შეხება. „შპიგელმა“ გაარკვია, რომ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც გერმანიის შრომის სამინისტრომ შეიმუშავა.
ვარაუდობენ, რომ თამაში ყოველი 15 წუთის შემდეგ შეჩერდება ნიღბების შესაცვლელად – მაღალი აქტივობის პირობებში, მათ გაცილებით მალე გასდით ვადა.
ბუნდესლიგა 9 მაისს აპირებს სეზონის განახლებას. დიდი ალბათობით, მატჩები ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩატარდება.