ტაიმაუტი - დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები​​

#ფეხბურთი

  • ინტერვიუ – ბუდუ ზივზივაძე – ,,მეზოკოვეშდის’’ – ფეხბურთელი #ექსკლუზივი

  • ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა ორ „დინამოს“ შორის ფრედ (1-1) დასრულდა.

  • თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და ლიდერობას ინარჩუნებს

  • ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა, თუმცა „სან ხოსემ“ მატჩი დათმო.

  • ლუკა ზარანდიამ ახალ კლუბში, კოსტანაისტობოლში“ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა.

#კალათბურთი

  • ესპანეთში ქართული დერბი შედგა – თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა და იოლი გამარჯვებაც მოიპოვა.

შენგელიამ 24:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულას, 5 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი.

გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

#რაგბი

  • ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 39 – 24 იმარჯვა.

 

ფიგურული სრიალი

  • ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა 176,19 ქულით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

#ჩოგბურთი

  • ინდიან უელსის „მასტერსი“ კორონავირუსის გამო არ გაიმართება.

ტაიმაუტი

დატოვე კომენტარი