ტაიმაუტი – დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები
- რომში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი მედლის მოპოვება შეძლო. კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მსოფლიოს მოქმედმა და სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) მოიპოვა, რომელმაც ფინალში დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0, პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა. ვერცლის მედლის მფლობელი ასევე მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული ბექა ლომთაძე (61 კგ.) გახდა, ბრინჯაო კი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) მოიპოვა

- საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა. პირველი სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში ჩვენი ეროვნული გუნდი 2 მატჩს გამართავს: 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 23-ში ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
- საბა ლობჟანიძის ანკარაგუჯუმ თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ფენერბაჰჩეს უმასპინძლა და მ 2:0 მოიგო. საბა ლობჟანიძემ თურქეთში პირველი გოლი გაიტანა
საბა ლობჟანიძის ექსკლუზიური ინტერვიუ სადებიუტო გოლის შემდეგ
- NBA ALL STAR
ლებრონის გუნდმა იანისის გუნდი კვლავ დაამარცხა – ყველაზე ღირებული მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა
#TeamLeBron wins the 2020 #NBAAllStar game!
With the win, they donate $300k to the Chicago Scholars! pic.twitter.com/VtNYcWWccn
— NBA TV (@NBATV) February 17, 2020
ყველაზე ღირებული მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა
Kawhi wins the first-ever Kia NBA All-Star Game Kobe Bryant MVP Award! 👏 #NBAAllStar pic.twitter.com/ckxBi84O2i
— NBA TV (@NBATV) February 17, 2020
ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული დერიკ ჯონსი გახდა
Derrick Jones Jr. is your #ATTSlamDunk champ! 🏆 pic.twitter.com/KWAK2EnmTW
— NBA TV (@NBATV) February 16, 2020