ტაიმაუტი - დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები​​
  • 10 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან

ავტორები: ოთარ გიორგაძე, უფლისა წერეთელი, დათა გავარდაშვილი

  • ​წყალბურთში მსოფლიო ლიგის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან 7:19 დამარცხდა. ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ნაკრები „ა“ ჯგუფში ითამაშებს სადაც მისი მეტოქეები აზიის (1) , კანადის, ბრაზილიის, მონტენეგროსა და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან

  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებლად ითამაშა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის ATP 500-ის ტურნირის პირველ წრეში. ქართველმა ჩოგბურთელმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუს ანდრეი რუბლიოვს და 56 წუთში დამარცხდა – 2:6, 3:6

ნიკოლოზ ბასილაშვილი

  • ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და 36-ე ადგილზეა, რაც საუკეთესო შედეგია

ფუტსალის ეროვნული ნაკრები

 

  • საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი უსმან დემბელე ამ სეზონში ბარსელონას ტრამვის გამო ვეღარ დაეხმარება

  • ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატი მოახლოვდა. ფერარმა ახალი ბოლიდი წარადგინა SF1000

  • NBA

ნიუ ორლეანი პორტლენდის წინააღმდეგ და ზაიონ უილიამსონის  31 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა

ჯეიმს ჰარდენის  მოგებული მატჩი ბოსტონის წინააღმდეგ

ტაიმაუტი

დატოვე კომენტარი