სწავლება ნაწილობრივ აღდგა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები გრძელდება. პროცესს განათლების მინისტრის მოადგილე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

ნუნუ მიცკევიჩი და ბექა ფერაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.