სურამის შემოვლითი გზა გაიხსნა
სურამის შემოვლითი გზა დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. ახალი 6 კილომეტრზე მეტი სიგრძის ოთხზოლიანი მაგისტრალი, ხიდებითა და გვირაბებით, აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტი არა მხოლოდ მგზავრობის დროს ამცირებს, არამედ სრულად განტვირთავს სურამის ცენტრს სატრანზიტო მანქანებისგან. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივებისთვის საცობები და ხმაური მნიშვნელოვნად შემცირდება, ქუჩებში გადაადგილება კი უსაფრთხო და სწრაფი გახდება.
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ თანამედროვე სტანდარტებით აშენებული გზა გააუმჯობესებს რეგიონებს შორის კავშირს, გაზრდის ტურისტული ზონების ხელმისაწვდომობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური და საინვესტიციო განვითარებისათვის.
თეონა მაჭარაშვილის რეპორტაჟი.