სუბსიდირების საკითხი

ერთ ტომარა, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა 10-დან 15 ლარამდე გაიზარდა – მთავრობის დადგენილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მიზეზი გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასის მნიშვნელოვანი ზრდაა, რამაც საქართველოში ფქვილის გაძვირებაც გამოიწვია. ქვის პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით კი, სუბსიდიის თანხის გაზრდა გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, მთავრობა, პირველი ხარისხის ფქვილს 2020 წლის დეკემბრიდან ასუბსიდირებს. პროგრამა ოთხთვიანია და დეკემბერი-მარტის თვეებს მოიცავს. პროგრამაში 60-მდე პურის ქარხანაა ჩართული.